16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 11:43:31, 1986 ნახვა

მსოფლიო
„ვრისკავ ჩემი სიცოცხლით და თავისუფლებით“ - სააკაშვილმა მხარდამჭერებს სახურავიდან მიმართა

„არ დანებდეთ უკრაინელებო“, - ასე მიმართა საკუთარ მხარდამჭერებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მისი ბინის ჩხრეკის გამო, შენობის სახურავზე იმყოფება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მის ბინაში მიმდინარე ჩხრეკა ამის დასტურია.

"არავის არ უთქვამს, რომ პოროშენკო ქურდია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქურდია. რაც არ უნდა მომივიდეს, ეს უკანონობა დასრულდება. რასაც უკრაინის ხელისუფლება ჩადის ეს ვლადიმერ პუტინის მითითებებია. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს გამოვიდეს გარეთ. მოვუწოდებ მედიას გააშუქონ ის უკანონო ქმედებები რც ქვეყანაში ხდება. კიევის მაცხოვრებლებს მოვუწოდებ არ დაუშვან პოროშენკოს და მისი დამქაშების ბარიგული ქმედებები. პუტინმა ისინი შეისყიდა და მას ემორჩილებიან. მოგიწოდებთ პოროშენკოს და ბარიგების წინააღმდეგ გაერთიანებას. მე ვრისკავ ჩემი სიცოცხლით და თავისუფლებით, მაგრამ გამაგრდით და არ დანებდეთ", - მიმართა სააკაშვილმა შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას.

ცნობისთვის, ამ წუთებში ოდესის ყოფილი გუბერნატორის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელს სკანდირებენ: "მიშა შენთან ვართ!"

პირდაპირი ეთერი 1

პირდაპირი ეთერი 2

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics