15:13 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 13:35:49, 297 ნახვა

სამართალი
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ

პროკურატურის ცნობით, გურჯაანის სასამართლომ თვითმკვლელობამდე მიყვანისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მათ 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი FB გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად, დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა". - წერია პროკურატურის განცხადებაში

უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics