16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 18:06:39, 2408 ნახვა

მსოფლიო
იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს

იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს, - ამის შესახებ Al-Arabiya იუწყება.

ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით ყოფილ პრეზიდენტს თაავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

მანამდე დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 245 ადამიანი დაიღუპა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მოწინააღმდეგეებს მისი დაკავვება სურდათ, თუმცა დაიწყო სროლა, რასაც ექს-პრეზიდენტი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება "ანსარ ალა"  და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია. ყოფილი პრეზიდენტი დაჯგუფება "ანსარ ალას" მხარს უბამდა და მისი წევრები მისადმი ლოიალურები იყვნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics