|
2017-12-04 17:46:20, 2162 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვისა და რუსეთთან ურთიერთობაში შუამავლის ფუნქციის ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის მიერ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და პრეზიდენტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარებისთვის, ასევე, დეცენტრალიზაციის რეფორმის აქტიური ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას გახსნის. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრეს. ქართული მხარის განცხადებით, აუცილებელია, ოკუპირებულ რეგიონებში შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ამ პროცესში შვეიცარია ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას გაუწევს. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს განვითარების თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებას საქართველოში. დორის ლოიტჰარდმა აღნიშნა, რომ პროგრამების ძირითადი ფოკუსი კვლავაც იქნება სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და მმართველობის სისტემა. აგრეთვე, მისივე თქმით, შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და ტექნიკური დახმარების გაწევას დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმართულებითაც. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. „შვეიცარია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, რუსეთის აგრესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა. შვეიცარიას შეუძლია, რომ დაგვეხმაროს იმაში, რომ როგორც მინიმუმ საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ ჟენევის ფორმატის მიმდინარეობაზე. ჩვენი მთავარი პოზიცია იყო, რომ საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება რუსეთთან მიმართებაში. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სულ მალე ძალაში შევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მათ შორის შვეიცარიასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქტივობას გამოიწვევს", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)