20:29 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 15:13:38, 1726 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს 8 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, 8 დეკემბერს, ასოციაცია "ანიკას" შენობაში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელსაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გამართავს.  

კახა კალაძის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მზადაა, მშობლებს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. 

„ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით დიდი ინტერესი არსებობს. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს მინდა მივმართო, რომ 8 დეკემბერს, შეუძლიათ,  "ანიკას" შენობაში გელა ჩივიაშვილთან შეხვედრაზე მიბრძანდნენ. შეხვედრაზე პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა კახა კალაძე. 

ასოციაცია "ანიკას" შენობაში  აღნიშნული შეხვედრა 8 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება (ცოტნე დადიანის N136). 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics