|
2017-12-04 14:38:41, 2526 ნახვა
მსოფლიო
მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს
მალტელი ბლოგერის, დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს. ყველა დაპატიმრებული მალტის მოქალაქეა. BBC-ის ინფორმაციით, მთავრობა ეჭვმიტანილების ვინაობას ჯერ არ ამხელს. ჟურნალისტი "პანამის დოკუმენტებს" სწავლობდა. 2017 წელს მან განაცხადა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს. პანამის დოკუმენტების გამო, მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს, სახლიდან გამოსვლის შემდეგ მალევე, ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა. ის 53 წლის იყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, აფეთქებამდე 15 დღით ადრე, ჟურნალისტმა პოლიციას უთხრა, რომ ემუქრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)