|
2017-12-04 10:56:09, 2640 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული ტელეარხი NewsOne-ი, რომელიც სააკაშვილის აქციის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენდა, ბლოკირებულია (ვიდეო)
კიევში, 150-მდე უცნობმა პირმა ტელეკომპანია NewsOne-ს ბლოკირება მოახდინა, - ამის შესახებ RBC იუწყება. ტელეკომპანიის პროდიუსერის ვასილი გოლოვანოვის განცხადებით, ბლოკირებულია იმ ბიზნეს ცენტრის შესასვლელი, სადაც NewsOne-ს ოფისია განთავსებული. "შესასვლელთან ხის ჭიშკარი და ტომრები განათავსეს. ამბობენ, რომ არ გაუკვირდებათ, თუ ამ ყველაფერს ხანძარი გაუჩნდება", - აღნიშნა გოლოვანოვმა. მედია საშუალების ინფომრაციით, თავად ის პირები, რომლებაც შენობის ბლოკირება მოახდინეს, საკუთარ თავებს აქტივისტებს უწოდებენ, თუმცა შესასვლელის ბლოკირების მოტივებზე არ საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ აქტივისტები სამხედრო ფორმაში არიან ჩაცმული. უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი, რომელიც NewsOne-ის მფლობელია, ტელეკომპანიის ბლოკირებაში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს. "მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაიხადა ფული, რათა დახურონ ერთადერთი ტელეარხი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მაქსიმალურად აშუქებს. უამრავი ადამიანია შეკრებილი, ხოლო სამართალდამცველები რეაგირებას არ ახდენენ", - განაცხადა ტელეარხის მფლობელმა. გარდა ამისა, NewsOne-ის წამყვანმა დიანა პანჩენკომ ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს მიმართა და სიტყვის თავიუფლების დაცვა მოითხოვა. „პატივცემულო მაყურებლებო, ჩვენი ტელეარხი ბლოკირებულია. ჩვენი თანამშრომლები შეშინებულნი არიან, მაგრამ ეთერი გრძელდება. მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტს და შს მინისტრს და მოვითხოვთ პირად კონტროლზე აიყვანონ სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი ხელყოფა“, - განაცხადა წამყვანმა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)