17:15 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 12:05:08, 2230 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ 2018 წელი ონკოუროლოგიის წლად გამოაცხადა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი კონგრესი ჩატარდა. 

კონფერენციის მიზანი უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა.

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ინიციატივით 2018 წელი უროლოგიაში ონკოუროლოგიის წლად გამოცხადდა.  აღნიშნული შეთახმება მიმდინარე კონრესზე უროლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებმა მომიჯნავე სფეროს -  რადიოლოგებსა და ონკოლოგებთან ერთად მიიღეს. სტატისტიკის მიხედით ოკოუროლოგიურ დაავადებათა ახალმა შემთხევებმა 2 ჯერ იმატა 2015 წლიდან. სწორედ ამიტომ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს ამ დაავადების პრევენციას და სკრინინგს. ჰუმანიტარული აქციები კი პირველ ეტაპზე ისეთ დიდ ქალაქებს მოიცავს , როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

 კოგრესს საქართველოს  6 პროფსიული ასოციაცია და 20 მდე კლინიკური წარმომადგელობა ესწრებოდა. ღონისძიება  ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა და მას უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ: გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოწვეულ სტუმართა შორის იყვენ პოსტსაბჭოთა და ევროპის ქეყების წარმომადგენლებიც.

აღნიშნულმა კონგრესმა უნდა დაასაბუთოს და ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში, კერძოდ: ონკოლოგია, რადიოლოგია, რადიაციული ონკოლოგია. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ღონისძიება უროლოგიასა და ონკოლოგიაში პირველად გაიმართა საქართველოში და იგი დასაბამს მისცემს ყველაზე თანამედროვე, ე.წ. მულტიდისციპლინარულ  მიდგომას მედიცინასა და კონკრეტულად ონკოლოგიაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics