19:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 13:52:21, 2244 ნახვა

საზოგადოება
ევროპის ჩემპიონი დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა

რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის თასი ჩამოიტანა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილები და მეგობრები დახვდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული.

2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2  კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics