18:41 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 13:30:40, 1514 ნახვა

საზოგადოება
საქართველო-უკრაინას შორის მიწის რეგისტრაციის სისტემის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმეს.

ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ, ხოლო უკრაინული მხრიდან უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურის უფროსის მოადგილემ იური ზასტავნიმ მოაწერეს.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დოკუმენტი მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში თანამრომლობას ითვალიწინებს.  მემორანდუმის თანახმად, მხარეები აღიარებენ  მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში საერთაშორისო  თანამშრომლობის მნიშვნელობას და  გამოთქვამენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა მათი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების, ინფორმაციისა და სპეციალური ცოდნის გაზიარების გზით. თანამშრომლობის მიზანია, შეიქმნას თანამშრომლობის ჩარჩო და ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების პროგრამას მხარეებს შორის მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში. მხარეები მემორანდუმის მიზნების მისაღწევად  გამოიყენებენ ორმხრივ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს იდეების, ინფორმაციისა და გამოცდილების  გაზიარებისთვის.

უკრაინული მხარე ასევე დაინტერესდა საქართველოში წარმატებულად მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics