16:45 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 16:29:39, 260 ნახვა

პოლიტიკა
ხოსტარია რუსეტის გენპროკურატურას -ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, დაასრულებენ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

"რაში "გვედება ბრალი":

  1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;
  2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;
  3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;
  4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;
  5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის "კარპატების რვიანში" (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;
  6. და ბოლოს, იმაში, რომ დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!

ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!

საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციის" გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics