|
2017-11-23 21:35:36, 2396 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია. მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის შესახებ ისაუბრეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს როლს აღმოსავლეთ პარტიორობის განვითარებაში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, 2017-2020 წლებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა და მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს. ასევე, განხილულ იქნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებში წელს გახსნილი ახალი სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)