2017-11-23 20:13:08, 2386 ნახვა
საზოგადოება
რესტორან „თაღლაურაში“ ხანძარია
ვახუშტის ხიდის მახლობლად მდებარე რესტორან "თაღლაურაში" ხანძარია.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსი განუცხადეს, ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ხანძარი ლოკალიზებულია, ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სახანძრო ბრიგადები ადგილზე პირველივე წუთებში მივიდნენ და ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა შეყვანილი", - განაცხადეს საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ავტორი: ,