2017-11-23 15:57:23, 2585 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატურა შესთავაზეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები შესთავაზეს.
არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული 4 კანდიდატია: ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე.
თავად პარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭერს, სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან აირჩიონ, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გუნდის შიგნით უნდა იმსჯელონ.
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.
ავტორი: ,