|
2017-11-21 16:26:23, 1756 ნახვა
საზოგადოება
N5 დაწესებულებას ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მომღერალი ნინო ქათამაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნინო ნახუცრიშვილი დაესწრნენ. უწყების ცნობით, მუსიკაური თერაპიის პროექტი „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ქალთა ფონდმა საქართველომ“ განახორციელეს. დაწესებულებაში მყოფი ქალბატონებისთვის ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მსჯავრდებულებულებმა კი, მუსიკალურ ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა წარადგინეს. მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებით, დღეისათვის, წინა წლებთან შედარებით, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით ჰუმანურია. სტუმრებმა მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრებიც დაათვალიერეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება და შემოქმედების გაცვლის სახე ექნება. საღამოზე დიდი სიყვარული სუფევდა და მადლობა ქალბატონებს, განსაკუთრებით მომღერლებს, რომელთაც მოკლე დროში ასეთ შედეგს მიაღწიეს,“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა. ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ წარმომადგენელმა მარიკა ნათაძემ აღნიშნა, რომ მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას. მისი თქმით, მუსიკის მეშვეობით, ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ დადებითი ემოციები მიიღონ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, მსგავსი პროექტების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. (NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)