|
2017-11-21 16:10:05, 2003 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებდა თუ არა ჩაბუქის სარჩელს, ლტოვილტა სამინისტროს წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დაკმაყოფილების შემთხვევაში ლტოლვილთა სამინისტროს აქტი, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით ბათილად იქნებოდა ცნობილი. სხდომაზე ჩაბუქი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 2016 წელს თურქეთში მომხდარ პუტჩში მონაწილეობა არ მიუღია. „ოჯახის გამო მეშინია. ჩემი ოჯახი თურქეთში ვერ ჩავა. იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს ამას“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო პროცესზე. მანვე აღნიშნა, რომ მუსლიმი მქადაგებლის იდელოგიას ხშირად კითხულობს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. "ვკითხულობ ფეთჰულა გიულენის იდეოლოგიას და მომწონს. ასევე ვკითხულობ ჰიტლერზე, ვინტერესდები კომუნიზმით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მე გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა არ მიმიღია", - დასძინა ჩაბუქმა. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დაცვის მხარემ ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართა, რაზეც უარი მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)