|
2017-11-21 14:24:36, 1896 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ბრალდებულები მზად არიან, დაასახელონ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითაც ციხეებში წამება ხდებოდა
პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულების რიგითი თანამშრომლები არიან, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ დავალებებს. რაც შეეხება დამკვეთს, პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ და მზად არიან, დაასახელონ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითაც ციხეებში პატიმრების წამება ხორციელდებოდა: „ესენი არიან სასჯელაღსრულების დაწესებულების რიგითი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ დავალებებს, უშუალოდ ახორციელებდნენ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხსენებული ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაასახელონ ის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითაც ხორციელდებოდა ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, ან უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც გავიდეს გამოძიება“,-განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)