|
2017-11-16 18:01:44, 2039 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ პლენარულ სხდომებზე განცხადებებისთვის გამოყოფილი დროის გაორმაგებას ითხოვს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილებით, პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ყოველ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 1 საათით. ეს დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელთა რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით. უფრო კონკრეტულად, რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტით, განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა აღარ არის შეზღუდული მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათით და ამ უფლებით პარლამეტის წევრები ისარგებლებენ პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების კვირის ნებისმიერ დღეს. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ჩანაწერი საკმარისად ვერ უზრუნველყოფს დეპუტატების ნებას, გააკეთონ განცხადება მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. პროექტის მიზანია, პარლამენტის უფრო მეტ წევრს ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ისარგებლოს პლენარულ სხდომაზე განცხადების გაკეთების უფლებით და შეაფასოს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები“,-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, კანონპროექტი სამართლებრივად დაუხვეწავია: „რეგლამენტის პროექტში წერია - პარლამენტის წევრების მიერ განცხადებების გაკეთება ყოველ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ. დღის წესრიგის დამტკიცება ხდება ყოველი პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათ დღეს. დღის წესრიგს თავიდან ვამტკიცებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ცვლილება შედის ამ დღის წესრიგში. სამართლებრივადაც კი ხარვეზიანია ეს პროექტი. რომც მიგვეღო ეს პროექტი, ვინაიდან დღევანდელ დღეს ჩვენ დღის წესრიგი არ დაგვიმტკიცებია, დღეს თეორიულადაც, სამართლებრივადაც ასეთი განცხადებები ვერ გაკეთდებოდა“,-აღნიშნა გიორგი კახიანმა. მისი ვარაუდით, დეპუტატებს განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით უკმარისობის განცდა არ უნდა ჰქონდეთ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებია“, ხოლო ავტორი-პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)