|
2017-11-16 13:59:20, 1599 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენს. ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დღეს საქართველოში IT კონფერენციის მე-10, ყველაზე დიდი საიუბილეო ღონისძიებაა. თეა წულუკიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაფუძნებული კონფერენცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს: „დღეს ჩვენ გვყავს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი, რომლებიც არა მხოლოდ მეზობელი, არამედ შორი ქვეყნებიდანაც გესტუმრნენ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები თავიანთ სფეროში და საინტერესო პროექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობის სფეროში, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობაში, და მოქალაქეებთან ურთიერთობაში როგორ უნდა გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები... ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავუსწოროთ თვალი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას − ის, რომ ახალი ტექნოლოგიები არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც იყოს, მათ შორის, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, რასაც ემსახურება სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ცენტრების პროექტიც “, − განაცხადა მინისტრმა. კიბერუსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეათე წელია, ტარდება. მას მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება როგორც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებას. წელს ის რეკორდული რაოდენობის სტუმარს ხვდება − წლევანდელი კონფერენცია 30-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელს მასპინძლობს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს. კონფერენციის დამსახურებით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ინოვაციური პროექტების ხარისხი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას. კონფერენცია, ტრადიციულად, წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 17 ნოემბერს დასრულდება. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტია წარდგენილი.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)