14:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 18:08:39, 1715 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი ისრაელის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ისრაელის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის რიშონ ლეციონის მერის მოადგილეს, იოსი ჰამამის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს და ისრაელის სახელმწიფოს ბიზნესდელეგაციის  წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ   ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში  ისრაელის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გიორგი ხანიშვილმა სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში საქართველოს  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესოა ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება ხილის, რძის პროდუქტებისა და თევზის წარმოების მიმართულებით,  ასევე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა საწარმოო და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით.

ისრაელის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის რიშონ ლეციონის მერის მოადგილის, იოსი ჰამამის განცხადებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების,  კერძოდ, მეთევზეობის, მესაქონლეობისა და ხილის წარმოების მიმართულებით. 

რიშონ ლეციონის მერმა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics