14:30 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 17:34:23, 1907 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა.

კერძოდ, რეზოლუციას მხარი 519-მა დეპუტატმა დაუჭირა, 114 ევროპელი კანონმდებელი რეზოლუციის წინააღმდეგი იყო, ხოლო 47-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

პროცედურის მიხედვით, უკვე მიღებული რეზოლუცია განსახილველად ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება.

ევროპარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურს. ანგარიში ასახავსსაქართველოსთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთპარტნიორობის" სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან არაა ევროკავშირთანურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულიმისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49ე მუხლისა და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ყველაევროპულ ქვეყანას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე.

ანგარიშის თანახმად,  ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტისამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამისგრძელვადიან მიზნებს დასახავს.

ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთანდაკავშირებით. ამ კონტექსტში, ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილივითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპულისაინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვისსპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trustfund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლისშესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურულიპროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics