|
2017-11-15 15:26:19, 2026 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს; იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ანდრია ბასილაია. კალაძემ თანამშრომლებს, ვინც თბილისის მერიაში დახვდა მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, დღეს კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატებიც წარადგინა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)