|
2017-11-13 11:49:02, 2107 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ადამიანები, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ, ჩვენს გუნდში რჩებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებსაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ, გუნდში რჩებიან. ამასთან, პრემიერმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ცვლილებების არსი განმარტა: „ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც ბუნებრივია ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ჩვენ განვახორციელეთ არაერთი სისტემური ცვლილება, შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი, ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, ასევე ადამიანზე ორიენტირებული გავახადეთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განვახორციელოთ“,-განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ცვლილებები მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას ემსახურება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)