|
2017-11-13 09:26:36, 3006 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერობის არჩევნების მეორე ტურში ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ამ დროისთვის ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არსებული 317-ვე უბნის შედეგები დათვლილია. თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენში მისი გვარი მაინც ფიგურირებდა, ხმათა 12,45% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ კი - 87,55%. რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა ხმათა 31,35% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა - 68,65%. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ათივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია. ასევე, ყველა, 52-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია ხაშურის საარჩევნო ოლქში. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%. ბორჯომში 30-ვე საარჩევნო მონაცემების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმათა 44,78% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ - 55,22%. რაც შეეხება მარტვილს, დათლილია 39-ივე საარჩევნო უბანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ კი - 93,04% ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, 62-ვე უბნის წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 49,89%-ს მოაგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 50,11%-ს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)