|
2017-11-10 17:08:55, 1705 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს ეხმაურება
პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროში; მიგრაციის ეფექტიანი მართვა; ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის რეგულაციებთან; წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და სტაბილურად მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში - იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ასე აფასებს ევროკომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების გზაზე. „საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა, დადებითადაა შეფასებული ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მიაღწია; მათ შორის, ის რეფორმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით ხორციელდება. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, უვიზო მიმოსვლის დიალოგის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები. ანგარიშში აღნიშნულია ევროკავშირის სამართლებრივ რეგულაციებსა და სტანდარტებთან დაახლოების პროცესში წინსვლის შესახებ, საუბარია საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან. ვენეციის კომისიის კვალდაკვალ, ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს საკონსტიტუციო რეფორმას. ხაზგასმით არის გამოყოფილი ისეთი მიღწევები, როგორიცაა: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დასრულება; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია;არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება; პროკურატურის სტრატეგიის, ეთიკის კოდექსისა და შეფასების სისტემის შემოღება; მიგრაციის მართვის სფეროში განხორციელებული სიახლეები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს წარმატებას და სტაბილურად მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში; კმაყოფილებით არის აღნიშნული, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს“,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)