11:55 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:07:50, 2271 ნახვა

საზოგადოება
იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების 100-ზე მეტი მასწავლებელი გარე დაკვირვებას გაივლის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების (მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით) კომპონენტის პილოტირებას იწყებს. 2017 წლის ბოლომდე გარე დაკვირვებას იმერეთის და შიდა ქართლის სკოლების 100-ზე მეტი უფროსი მასწავლებელი გაივლის, ვინც პილოტირების პროცესში ჩაერთო.

ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან, პილოტირების შედეგების შეფასების შემდეგ, გარე დაკვირვება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ამოქმედდება.

გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა და გასავლელი აქვს გარე დაკვირვების სავალდებულო კომპონენტი. 

გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, გარე დაკვირვების პილოტზე რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნო როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics