11:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 13:05:35, 2070 ნახვა

საზოგადოება
დევდარიანი: ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი დაარღვიეს, თბილისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებია

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის განცხადებით, მონაცემები, რაც  გამოქვეყნებულია,  აჩვენებს,  რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობდა.

თუმცა, მისივე თქმით,  დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც დაარღვიეს შენგენის ზონაში ყოფნის პროცედურები.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა  იძლევა საფუძველს,  რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ, მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ,  შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. ყოველთვიური სტატისტიკა  არ არსებობს, თუმცა   მაგალითად  მოლდოვაში იმ  ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა იყო 16%. მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ დამრღვევთა  სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ",-აღნიშნა ზვიად დევდარიანმა და დასძინა, რომ თბილისი და იმერეთი არის ის რეგიონები, სადაც ყველაზე მეტია პროცენტი იმ ადამიანებისა,  რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები.

ცნობისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამებაა. შეხვედრაზე პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა წარადგინეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics