|
2017-11-08 17:29:52, 1865 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: გიორგი ჭიღვარიას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და ამომრჩეველს მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არჩევნების მეორე ტურია, რომელიც ქუთაისში გაიმართება. ქალაქში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ქუთაისს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ქუთაისელებისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქუთაისის მერობის კანდიდატი კარგი თანემებრძოლია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება. „მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანი მარტო ვერაფერს გააკეთებს. მას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება. ერთად უნდა შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქუთაისისთვის აქტუალურია. მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ“, - მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა ქუთაისელ ამომრჩეველს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)