11:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 12:20:56, 1874 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„ადვოკატთა ასოციაციას და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე.

ადვოკატის თავისუფალ პროფესიას თავისუფალი ადამიანები ემსახურებიან. ეს ფაქტი ამ პროფესიის განსაკუთრებული ხიბლი, პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ვითარდება და აქტიური სამოქალაქო პოზიციებით გამორჩეული ინსტიტუტია.

მე გავაგრძელებ ამ ინსტიტუტის მხარდაჭერას იმ რწმენით და იმედით, რომ ძლიერი ადვოკატთა კორპუსი იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უფლება სათანადოდ იყოს დაცული. მჯერა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რაც დანერგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შენარჩუნდება და გაძლიერდება“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics