11:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 17:47:49, 2068 ნახვა

საზოგადოება
მომავალმა იურისტებმა აღსრულების სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ერთ კვირიანი ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20-მა სტუდენტმა გაიარა.

მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება, გადახდისუუნარობა.

პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ნინო გოგელაშვილი, ვახტანგ გაგუა, ეკატერინე ახალკაცი, ირაკლი ხუბულავა, მარიამ მოთიაშვილი, თათია ღურჭუმალაძე, ირაკლი წიკლაური, დავით ტატიშვილი უძღვებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და საქმისწარმოების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics