|
2017-11-07 17:05:36, 1924 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი NASA-სთან ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა NASA-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო ცენტრი NASA-სთან ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანსაც კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს, ძირითადად ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე. უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება NASA-ს კუთვნილი თანამგზავრი Landsat და ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) უახლესი თანამგზავრი Sentinel 2. კვლევის დროს, კავკასიის რეგიონისთვის პირველად იქნება გამოყენებული ისტორიული მონაცემები, რომელიც XX საუკუნის 60-70-წლებში ამერიკული თანამგზავრიდანაა გადაღებული. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა მიწის დეგრადაცია და მიწათსარგებლობის ცვლილება დროის ხანგძლივ მონაკვეთში შეფასდეს. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტია (აშშ), ხოლო პარტნიორები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი, აშშ), ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (ბერლინი, გერმანია), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტი (სომხეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია (აზერბაიჯანი) არიან. სამწლიანი პროექტის შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო პროდუქტი, რუკების სახით, ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ვებპორტალის საშუალებით იქნება. (NS)
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)