11:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 17:03:46, 2297 ნახვა

საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში ღონისძიებები გაიმართება

„ილია - ჩვენი თანამედროვე" - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, 8 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება ლიტერატურული კონკურსით თემაზე - „ილია - ჩვენი თანამედროვე"; გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია თემაზე - „ილია და მეღვინეობა"; ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის, 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია; მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები; კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა; საღამოს დაასრულებს მუსიკალური პროექტი „საგურამოს ეზო", რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს, თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები ვარდების მოედნიდან 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „ილია ჭავჭავაძე - 180".

10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარელში. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება; ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; კახური ტრადიციული კერძებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება; ასევე, დაჯილდოვდებიან 2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი თბილისში 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება.  თბილისის კლასიკური გიმნაზია უმასპინძლებს გამოფენას - „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს", რომელზეც წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის ნივთები; ასევე, დაარსდება სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოება. 8-დან 20 ნოემბრის ჩათვლით კი, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია-დისკუსიები გაიმართება.

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგმება სპექტაკლი „ მგზავრის წერილები"; ხოლო 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში -„კაცია-ადამიანი?!".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics