|
2017-11-07 11:52:15, 2041 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა თბილისის შს მთავარისამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილებისგადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავებისფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით. „სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტიკურისაქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლის 15 და 17 ოქტომბერს გ.ო-ს ორგანიზებით, იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის" მენეჯერიდ.შ. და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს. გ.ო.-მ თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა თითქოსდა დ.შ. უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულსაშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. 2011 წლის15 ოქტომბერს, გ.ო.-ს ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულიქნა დ. შ. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალებაარ აღმოაჩნდა, თუმცა დ.შ.-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათაფალსიფიკაციის მიზნით, გ.ო.-მ საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმისმასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულისთვის. გ.ო.-მ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარიფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლ.მ., რომელიც შპს „დაო-პრინტი"-ს მიერ დამზადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა. გ.ო.-მანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინანარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლ.მ.-სგან ამოღებისფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ ლ.მ.-ს მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. დ.შ.-სთვის და ლ.მ.-სთვის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ო დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)