10:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 09:43:17, 1586 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო ბწვრთნები ჩატარდა

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს SNMCMG2 ხომალდებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივი საზღვაო წვრთნების დაწყებამდე, სააბორდაჟო ოპერაციის დაგეგმარების პროცესის განხილვა და სააბორდაჟო ჯგუფის მოსამზადებელი სწავლება გაიმართა.

ერთობლივი წვრთნები მოიცავდა საზღვაო მანევრებს და აბორდაჟის ოპერაციებს, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.

წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 ერთეული და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 4 ხომალდი მონაწილეობდა.

აღნიშნული წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics