10:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 10:55:40, 1648 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 3,5 მილიარდ ლარამდე იზრდება

2018 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 112.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 528.0 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.4%, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილით დაფინანსდება სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პროგრამები, რაც 2 465.9 მლნ  ლარს შეადგენს.

„თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება 55 მლნ ლარის ოდენობით. აგრეთვე იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაც, მათ შორის, გამოყოფილი ფინანსების დიდი ნაწილი გამოიყოფა  მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის, რაც704.0 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა იმუნიზაცია, C ჰეპატიტის მართვის პროგრამა, ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, სოფლის ექიმი, რეფერალური მომსახურება და სხვ. გარდა ამისა, 2017 წელს დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, 2018 წელს გათვალისწინებულია  10.0 მლნ ლარი, 4 ძირითადი ჯგუფისათვის (გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა, დიაბეტის სამკურნალო და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა)“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics