10:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 19:21:41, 2175 ნახვა

ეკონომიკა
„მთავრობა ახორციელებს დასახულ გეგმას ხარჯების შემცირების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით“

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის წევრებს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, 2017 წლის 10 თვის მდგომარეობით ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების სახით მობილიზებულია 8.0 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წლის არსებული გეგმის 84%-ია.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2017 წლის 10 თვის შესრულება ცხადყოფს, რომ მთავრობა ახორციელებს მის მიერ დასახულ გეგმას მიმდინარე ხარჯების შემცირების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 10 თვის წინასწარი მონაცემით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების სახით მობილიზებულია წლიური გეგმის 83%, ხოლო გადასახდელებში საკასო ხარჯი წლიური გეგმის 80%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არაფინანსური აქტივებით და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან 2017 წლის 10 თვეში ათვისებულია 385 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2016 წლის შესაბამის პერიოდში, ხოლო ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართა 2 155.3 მლნ ლარი, რაც 420 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics