2017-11-03 15:56:15, 2268 ნახვა
სამართალი
მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში, ლეგალურად 366 ადამიანს უსმენდნენ
უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში ოფიციალურად 366 პირს უსმენდნენ, რაც წინა წელთან შედარებით 51 შემთხვევით მეტია.
მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა, ფარული მოსმენების შესახებ საერთო ჯამში საგამოძიებო უწყებების 404 მოთხოვნა მიიღეს და მათგან 366 დააკმაყოფილეს. ამასთან 20 შემთხვევაში მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 18 შემთხვევაში სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ყველაზე მეტი მოსმენის შესახებ მოთხოვნა, სასამართლოში თაღლითობის საქმეს ეხებოდა. სსკ-ის 180-ე მუხლში ბრალდებული პირების მოსმენის მოთხოვნის სულ 69 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 65 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ავტორი: ,