10:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 12:06:37, 1642 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - ოქტომბერში სურსათის ზოგიერთ სახეობაზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები გაიზარდა

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:  

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (1,1 პროცენტი). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფეხსაცმელზე (12,0 პროცენტი) და ტანსაცმელზე (3,6 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2 პროცენტი).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics