18:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 15:33:54, 2017 ნახვა

სამართალი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის ყალბი პასპორტები აღმოაჩნდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავა 2012 წლიდან იძებნება და მის წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით არის აღძრული.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარდავას ყალბი პასპორტები აღმოუჩინეს.

"საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი. ყველა პასპორტში მისი ფოტოსურათია. ასევე ნაპოვნია მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, დაკავებულს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა და მისი სამშობლოში ექსტრადირების პროცედურაა დაწყებული“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა გუშინ, უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის ქარდავას მიმართ  საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ქართული მხარის მოთხოვნით, ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics