18:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:42:22, 1961 ნახვა

სამართალი
უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო  და  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიმდინარე  წლის 23 თებერვალს მის  მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში  დატოვა.

"სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს".

 აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილიგამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არუნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადიცხოვრების შესახებ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება,რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოსშინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ისოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეგადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილსდა მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმასპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანესვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით  სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch"-ისმარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმამიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციითვის, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის და  2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ'' საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვისვადით, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.  ამავე განაჩენით დამნაშავედ იქნენ  ცნობილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძე. თითოეულს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მათვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

ცნობისთვის,  ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოსსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახედ და ზომად  3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics