|
2017-11-01 17:39:53, 1885 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირი დამატებით 300 მილიონ ლარს გამოყოფს
ევროკავშირმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ხელი მოაწერა პირველ საგარანტიო შეთანხმებას პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებს. საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების წყალობით, რომელიც მოიცავს 300 მილიონი ლარის (100 მილიონი ევრო) ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას, მცირე და საშუალო საწარმოები აღნიშნული ქვეყნებიდან ისარგებლებენ ფინანსებთან უფრო იოლი და უკეთესი ხელმისაწვდომობით. მათივე ცნობით, პროკრედიტ ბანკს უკვე აქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო საწარმოები თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით უზრუნველყოს, რაც შეამცირებს მათ ხარჯებს და დამატებით გადასახადს. დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა "ევროკავშირი ბიზნესისათვის" (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს. ევროკავშირი, EU4business პროგრამის მეშვეობით ეხმარება კომპანიებს 1) ფინანსური მხარდაჭერით, 2) ტრენინგებით, 3) ახალ ბაზრებზე ექსპორტის ხელშეწყობით. 2009 წლიდან მოყოლებული 2.1 მილიარდი ლარი (711 მილიონი ევრო) გამოიყო 63,000 ქართული კომპანიისთვის, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის. „მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მათი დაფინანსებით ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციასა და დასაქმებას. აღნიშნული საგარანტიო შეთანხმებები ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, დაგვეხმარება იმ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებთან დაახლოებაში, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული და ვუზრუნველყობთ მათ მიერ გრძელვადიან დაფინანსებებთან მზარდ ხელმისაწვდომობას, რათა შეძლონ განავითარონ ახალი პროექტები და გაზარდონ შემოსავალი“, - განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)