14:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 15:10:18, 1691 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი

მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Detsche Welle-ს საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. მანვე აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება ქვეყნების ლიდერებმა და საზოგადოებამ უნდა დაიცვას.

"როდესაც ვთვლი, რომ გარკვეულ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ იმისათვის, რომ მედია აკონტროლონ, ამის თაობაზე საკუთარ პოზიციას ძალიან ღიად ვაფიქსირებ. ქვეყნების ლიდერებმა მედიის თავისუფლება უნდა დაიცვან. ასე უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებულები არიან, იმაში, რომ ეს დიდ ყურადღებას არ მიიპყრობს. თუ საზოგადოება არ არის მზად მედიის თავისუფლება დაიცვას, ასეთ შემთხვევებში, მაშინ პრობლემები ძალიან განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც შეიქმნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics