|
2017-11-01 14:53:55, 2061 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ისტორიული უსამართლობა იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა Deutche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთმა საქართველო იმის გამო დასაჯა, რომ ქართველმა ერმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისურვა. "ჩემი ქვეყნის ოკუპაცია არ მომხდარა 2008 წელს, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. ოკუპაცია 90-იანების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველ წლებში, მოხდა. მაშინ, 26 წლის წინ საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე დადგა. 90-იანების დასაწყისიდან საქართველოში ხდებოდა ის, რასაც დღესდღეობით ჰიბრიდულ ომს ეძახიან. ეს ის ომია, რომელიც ევროპული აუდიტორიისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ამის მაგალითი დღეს უკრაინაში არსებობს. 2008 წელს, რუსეთმა ჩვენი რეგიონები დაიკავა და 2 კვირის შემდეგ მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ ფრთხილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ""უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და მის შიდა პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. არ მინდა შეფასებების გაკეთება. ვუსურვებ უკრაინას დემოკრატიის გაძლიერებას და ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რადგან როგორც იცით საქმე გვაქვს რუსეთთან. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით ჩვენს პრობლემურ რეგიონში უნდა მოიქცეს ძალიან ფრთხილად, რომ რაიმე სახის პროვოკაციას არ წამოეგოს. ასევე, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც არის მსხვილი სამხედრო და ბირთვული სახელმწიფო. ფრთხილად მოქცევა ნიშნავს იყო დაკვირვებული და მოერიდო ნებისმიერი სახის კონფლიქტს რუსეთთან. ჩვენ უნდა დაველოდოთ ისტორიულ მომენტს, როდესაც შევძლებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას. ისტორიული მომენტი ბერლინის კედლის დაცემაა. ეს მომენტია, როდესაც ხალხს ეძლევა შესაძლებლობა ხელოვნურად შექმნილი კედლები დაანგრიოს. მავთულხლართები ჩვენს ტერიტორიაზე ბერლინის კედლის ანალოგია. ასეთი მომენტი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა უნდა გავაგრძელოთ. უნდა გავაგრძელოთ მუდმივი დიალოგი იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ხალხის უფრო მეტ ინტეგრაციას ჩვენს საზოგადოებაში და ასევე, შევქმნათ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა. არ მინდა კონკრეტული ტერმინების გამოყენება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ასეთი ისტორიული მომენტი დადგება მაშინ, როდესაც რუსული პოლიტიკური ელიტა შეწყვეტს ლოზუნგებით საუბარს და აგრესიულ განცხადებებს აღარ გააკეთებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)