14:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:20:32, 1724 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველო საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონალურ ლიდერად იქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის" თანახმად, საქართველო მე-9 ადგილზეა.

როგორც კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა.

"Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის. გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში - მე-8 ადგილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გადასახადების ჯამური ინდიკატორის თანახმად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ  მიუხედავად ამისა, მთავრობა  საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას აგრძელებს.

"განვითარებასა და ახალი სამუშაოების შექმნაში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ ბიზნესებისთვის გავაუქმეთ მოგების გადასახადი გაუნაწილებელ დივიდენდებზე - ისევ და ისევ, ამ კუთხით, ჩვენ ესტონეთის მაგალითი გავიზიარეთ.

გასული ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ბიზნესისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით, როგორებიცაა: კორუფციის აღქმის ინდექსი - 38 პოზიციით; საკუთრების უფლების დაცვის მონაცემებით - 74 პოზიციით; სასამართლოს მიუკერძოებლობის თვალსაზრისით - 39 პოზიციით; საბაზრო დომინირების მაჩვენებლის კუთხით - 45 ადგილით; ინვესტიციების საგადასახადო წახალისების ეფექტის თვალსაზრისით - ჩვენი პოზიციები 21 ადგილით გაუმჯობესდა; ხოლო მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით - 89 ადგილით.

ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ასევე წარმოადგენს საქართველოს უპირატესობას კონკურენტუნარიანობის კუთხით. ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონალურ ლიდერად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში.

" ქვეყანაში მოქმედებს მიმზიდველი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა",-დასძინა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics