08:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 12:21:59, 1770 ნახვა

საზოგადოება
ცისკარიშვილის ქუჩა კაპიტალურად გაკეთდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ  სანიაღვრე სისტემაც მოაწყო, ხოლო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელის მოძველებული სისტემა ახლით შეცვალა.

მიწისქვეშა სამუშაოების პარალელურად, სრულად შეიცვალა საფეხმავლო ტროტუარები და გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები. 3683 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები დაიხაზა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დინ გრუპმა“ დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით განახორციელა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics