|
2017-11-01 10:16:51, 1915 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი „თბილისი ჰილს“ იხსნება
დღეს, 16:20 საათზე, საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბის „თბილისი ჰილს"-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელიც თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კრწანისის, ორთაჭალის, წავკისისა და ქვემო თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი. მერიის ინფორმაციით, „თბილისი ჰილს"-მა 2014 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება განეხორციელებინა საერთაშორისო დონის გოლფ კლუბის მშენებლობა. პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანიების მიერ - Skinest Rail, Kaamos Group და FTT Golf. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა შეადგენს 50 მლნ. ლარს, რის შედეგადაც შეიქმნა 70 ახალი სამუშაო ადგილი. მთლიანობაში, 331 ჰექტარზე განხორციელდა უპრეცედენტო ინვესტიცია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - სატრანსპორტო გზები, სასმელი და საირიგაციო წყლის ინფრასტრუქტურა, ელექტრომომარაგების და ბუნებრივი აირის მაგისტრალი, რაც ხელს შეუწყობს თბილისისა და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების განვითარებას. შემდეგი 10 წლის განმავლობაში იგეგმება საზოგადოებრივი დანიშნულების ახალი შენობების, სასტუმროს და კერძო სახლების მშენებლობა, რაც დამატებით 250 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის და გარდაბნის ადგილობრივი თვითმმართველობების. რეგიონში მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის და სპორტის ახალი ოლიმპიური დისციპლინის განვითარებას საქართველოში, ასევე სხვა საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. „თბილისის ჰილსი"-ს გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი მოეწყო 56 ჰექტარზე, რომელიც სარეკრეაციო ზონად ითვლება. მისი არქიტექტურა და დიზაინი ეკუთვნის Tilander Golf Design-ს. პრემიუმ კლასის გოლფის მოედნის დიზაინი სპეციალურად თბილისი ჰილსისთვის შეიქმნა. კომპანიას ევროპის გარშემო გოლფის საუკეთესო მოედნების დაგეგმვის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ორი მათგანი, Golf World UK-მ 2015 წელს კონტინენტური ევროპის საუკეთესო მოედნებად აღიარა. თბილისი ჰილსის გოლფის მოედნის მთავარი არქიტექტორი თავად ლასსი პეკა ტილანდერია, ფინეთიდან. აღნიშნული პროექტის გარდა, მთავარი ინვესტორი, ოლეგ ოსინოვსკი, მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, დასრულებული კინტრიში ჰესის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 17 მლნ. აშშ დოლარს, მიმდინარე ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს 27 მლნ. აშშ დოლარს, ასევე, დაგეგმილი მაგანა ჰესის პროექტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს 70 მლნ. აშშ დოლარს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)