08:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 19:24:57, 2047 ნახვა

ეკონომიკა
„გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული საპროდიუსერო კომპანიები მსოფლიო კინოინდუსტრიის ღონისძიებაზე წარდგებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2017 წლის 1-8 ნოემბერს, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  ღონისძიების  „American Film Market“  ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამა „გადაიღე საქართველოში.

 მათივე ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება  ამომწურავი  ინფორმაცია  მიიღოს ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი  კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი.

 პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან.

 ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics