|
2017-10-31 14:07:14, 1474 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: სახელმწიფო სტრუქტურები ამ ამბის მიჩქმალვას ცდილობენ
„ყველაფერი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ორკესტრირებულ მუშაობას აღნიშნული ფაქტის მისაჩქმალად და გამოძიების არაობიექტურად ჩასატარებლად’’, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მომხდართან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. „ის, რაც მოხდა, როგორც მინიმუმ არის უმძიმესი ტრაგედია და აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ დადგინდეს მოხდა ტრაგედია თუ დანაშაული. ყველა ვხედავთ რა ხდება ამ ტრაგედიის შემდეგ და ის, რაც ხდება დღეს ეს უკვე მკაფიოდ არის დანაშაული იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები თვალნათლივ და მკაფიოდ ცდილობენ ამ ამბის მიჩქმალვას. შსს-ს პოზიცია, რომელმაც იმავე საღამოს გამოუშვა პროპაგანდისტული ფილმი გარდაცვლილი ადამიანის წინააღდეგ. პროკურატურის და შსს-ს ერთმანეთთან შეუთანხმებელი განცხადებები გუშინ. ის ფაქტი, რომ თურმე სამი კამერიდან ადგილზე არც ერთი იწერდა და რატომღაც გამორჩათ სწორედ ის ფრაგმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. პატრულის მხრიდან დანაშაულის დასადგენად იყო ეს დანაშაული თუ ტრაგედია უნდა ჩატარდეს გამოძიება, მაგრამ არანაირი გამოძიება არ სჭირდება იმ ფაქტის შეფასებას, რომ რაც დღეს ხდება სახელმწიფო უწყებების მხრიდან ეს არის დამალვის მცდელობა და მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის დაფარვა, გამოძიების არჩატარება და ჩანაწერების განადგურება ეს თავისთავად დანაშაულია. ვითხოვთ, რომ გამოძიება იყოს გამჭვირვალე, რომ მინისტრმა კეთილი ინებოს და პასუხები გასცეს რასთან გვაქვს საქმე. ვწუხვარ, რომ ქართულ ოცნებაში არ ჩანს საღად მოაზროვნე და ჯანსაღი პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანი, რომელსაც გაახსენდებოდა თუნდაც იმავე გირგვლიანის, რობაქიძის და ძალიან ბევრი სხვა საქმე. გაახსენოს სადამდე შეიძლება მიიყვანოს ასეთმა საქმეებმა ხელისუფლება. პროცესი მიდის ცუდი მიმართულებით და ჩვენი ქვეყნისთვის იქით, საითაც არ უნდა მიდიოდეს. გვყავს ხელისუფლება, რომელმაც წარსულიდან ვერაფერი ისწავლა და პარტიულ ინტერესებს წინ აყენებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. „იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა არ დაუჯერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. პროკურატურის ცნობითვე, სამხრე კამერების მიერ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენი და პირის დაკავება დაფიქსირებული არ არის. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ–ერთმა პატრულ ინსპექტორმა სამხრე კამერა მხოლოდ მამაკაცის შეუძლოდ გახდომისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ჩართო, მეორე ინსპექტორის სამხრე კამერა კი ჩართული საერთოდ არ ყოფილა.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)