07:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 18:11:25, 1895 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი, 2017 წლის III კვარტალში - 4,4, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა.

„ეკონომიკური ზრდის ტემპი აჭარბებს ოფიციალურ სამთავრობო პროგნოზებს. მიმდინარე ტენდენციები დადებითად იქნა შეფასებული როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, რომელთაც ზრდის მიმართულებით გადახედეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ საშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 9 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა.

აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 1.1 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო კერძო სექტორში 12.3 პროცენტით არის გაზრდილი.

2017 წლის სექტემბერში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სასტუმროები და რესტორნები: ზრდა 11 პროცენტი;
  • მშენებლობა: ზრდა 7 პროცენტი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა: ზრდა 8.0 პროცენტი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა: ზრდა 18 პროცენტი;
  • ვაჭრობა: ზრდა 10 პროცენტი;
  • საფინანსო საქმიანობა: ზრდა 4.3 პროცენტი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - სექტემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.3 პროცენტით.  ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს.  იანვარ-სექტემბერში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5 პროცენტით გაიზარდა და 2,164 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული  ეკონომიკური პოლიტიკა ხელს უწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და  მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics