|
2017-10-30 14:40:35, 1700 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
„ევროპულ სულისკვეთებასთან ერთად, საქართველო გამორჩეულია ასევე ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ GCSD-ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის, რაც ნათლად გამოიხატა ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ეს იყო პირველი თვალსაჩინო მაგალითი როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების კომპლექსური ჩართულობის, ასევე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნული ბევრი მიმართულებით საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის მინისტრმა გამოჰყო სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეფორმების გატარება, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობა, უსაფრთხოება, თავდაცვა და სხვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვები დიდ წილად ერთმანეთს ემთხვევა, რაც მისი თქმით ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის შედეგია.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)